ხშირად დასმული შეკითხვები - ndelicacy

ხშირად დასმული შეკითხვები

ვინ არის ND-ს მზა საჭმელების მომხმარებელი?
რეტორტ პაკეტებში შეფუთული მზა საჭმელები თავიდან ჯარისკაცებისათვის, კოსმონავტებისათვის, კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით და ისეთი სიტუაციებისათვის შეიქმნა, სადაც ჩვეულებრივი საკვების მიწოდება დარღვეულია. დღევანდელ ცხოვრებაში მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა მოსახლეობის უამრავი კატეგორიიდან: სტუდენტებისგან, დასაქმებული წყვილებისგან, მშრომელი მარტოხელა კონტიგენტისაგან, კორპორაციებისგან, და საერთოდაც, მოსახლეობის თითქმის ყველა ნაწილი იყენებს დღეს რეტორტ პაკეტებში განთავსებულ მზა საჭმელს. ასევე მას აქტიურად იყენებენ რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში, რადგანაც ჰიგიენური და არომატული თვისებებით ის ძალიან ამარტივებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას მინიმალური ადამიანური რესურსებიდან.

რამდენად უსაფრთხოა ND-ს მზა საჭმელების გამოყენება?
ND-ს საჭმელები აბსოლუტურად უსაფრთხოა, ვინაიდან ის დამზადებული გახლავთ გამოცდილი კვების ტექნოლოგების მიერ სწორად შერჩეული რეტორტ ტექნოლოგიების გამოყენებით. ND-ს საწარმო სერტიფიცირებულია თანამედროვე საერთაშორისო სერტიფიკატებით ISO 9001:2015 და HACCP

რამდენია შენახვის ვადის ხანგრძლივობა?
შენახვის ვადა შედაგენს 2 წელს.

რა ენერგეტიკული ღირებულება გააჩნია ND-ს პროდუქტებს?

ენერგეტიკული ღირებულება თითოეულ პროდუქტზე არის მითითებული. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბმული ნდელიცაცყ.გე და ენერგეტიკულ ღირებულებასთან ერთად დაწვრილებით გაეცნოთ შემადგენლობასაც.

შეიცავს თუ არა რაიმე სახის საკვებ დანამატებს ND-ს პროდუქტები?

ND-ში პროდუქტების მომზადებისას ვიყენებთ მხოლოდ 100 %-ით ნატურალურ ინგრედიენტებს და გამოვრიცხავთ ყველანაირი სახის დანამატის მოხმარებას.

როგორ მოვამზადოთ ND-ს პროდუქტები?
ND-ს პროდუქტების მომზადება მის მხოლოდ შეთბობას გულისხმობს. ეს ორნაირადაა შესაძლებელი:
1. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში; გახცელებამდე აუცილებელია პაკეტს თავი მოაჭრათ, რადგან არ გასკდეს.
2. პაკეტი მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბში; რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო მეტად და სწრაფად გაცხელდება პროდუქტი. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

რა არის რეტორტ ტექნოლოგია?
რეტორტ ტექნოლოგია ყველაზე საიმედო და მისაღებ ფორმად გვევლინება საკვების ხანგრძლივი დროით პრეზერვაციისათვის. მის უნიკალურობას პროცესისა და პროდუქტის ტექნოლოგიის პარალელურად სპეციალური პაკეტი განაპირობებს. საკვები პროდუქტები თავსდება შეკერეილ სპეციალურ პაკეტებში, რის შემდეგაც ხდება მათი სტერილიზაცია მაღალ ტემპერატურაზე ყველა პათოგენის აღმოფხვრის მიზნით. სანამ პაკეტის მთლიანობა არ დაზიანდება, პათოგენს მასში შეღწევა არ შეუძლია, რაც განაპირობებს საკვების ხარისხიანობასა და კარგ გემოს.
როგორ მივხვდე, რომ პროდუქტი არაა ვარგისი გამოყენებისათვის?
თუ პაკეტი დაზიანებულია, ის ამ შემთხვევაში სახიფათოა გამოყენებისათვის, ვინაიდან მასში პათოგენის მიკრობმა შეაღწია.

სად შეიძლება ND-ს პროდუქტების შეძენა?

პროდუქტების შეძენა შეიძლება რუკაზე მითითებულ ობიექტებში.