ნაციონალური დელიკატესი ND - ndelicacy

ნაციონალური დელიკატესი ND

ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ცხოვრების მზარდი ტემპის შესაბამისად მზა პროდუქტების მომხმარებელი სეგმენტიც სწრაფადმზარდია, რასთანაც პირდაპირ კავშირს ჰპოვებს ნატურალური ცოცხალი ინგრედიენტებისაგან დამზადებულ მზა საკვებზე მარტივად ხელმისაწვდომობა, რაც ცხადია, დიდ დახმარებას გაუწევს იმ ხალხს, ვისთვისაც დრო და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია. სწორედ ასე დაიბადა იდეა, შეგვექმნა შ.პ.ს. “ნაციონალური დელიკატესი ND“, რითიც ჩვენს მიზნად დავისახეთ – შევქმნათ და მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი მათდამი გამოჩენილი ჯერარნახული საოცარი გულითადობითა და დიდი მზრუნველობით.

ჩვენი გუნდის ძირითადი ფასეულობები:

• განუწყვეტელი შექმნა, ამოუწურავი კრეატივი და მუდმივი განვითარება.
• ჩვენ გვაქვს სამეწარმეო სული, ვართ ცნობისმოყვარეები და ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობას – ვისწავლოთ.
• ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც არის კარგი ჩვენი მომხმარებლისათვის.
• ჩვენ შეუჩერებლად ვმოქმედებთ და თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად უზარმაზარ ენერგიას ვხარჯავთ ყოველდღე, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი.
• ჩვენ ვართ მაღალკვალიფიციური, წარმოსახვის უნარით შემკული და მჭიდროდ ნაქსოვი გუნდი.

ჩვენ გპირდებით!

• გამორჩეულად დახვეწილ გემოს!
• მხოლოდ 100 %-ით ქართული ნატურალური, ახალი(ნედლი) ინგრედიენტები!
• განსხვავებულ, სასიამოვნო შეგრძნებას ყოველ ჯერზე!
• ოჯახური სამზარეულო!
• არანაირი კონსერვანტები, არომატიზატორები, ან სხვა სახის დანამატები!
• შთაბეჭდილებას თითოეულ ჯერზე – თავი იგრძნოთ სტუმრად ჩვენს ოჯახში! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამზარეულოთი!
• უამრავ ახალ და მრავალფეროვან კერძს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან!

ჩვენი საწარმო

საწარმო მდებარეობს ქ. დედოფლისწყაროში, ქიზიყის#4. საწარმო განთავსებულია 1000 მ2-ზე
მეტი ფართობის შემცველ შენობა-ნაგებობაში და აღჭურვილია თანამედროვე საწარმო ხაზებით.

საწარმო სერტიფიცირებულია საერთაშორისო სერტიფიკატებით ISO 9001:2015 და HACCP.

საწარმოს მიერ დამზადებული ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იყო საწარმოს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. საწარმოში მუშაობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელნიც აქტიურად არიან ჩართულნი სოფლის მეურნეობის პროცესში და აქვთ პირდაპირი და ყოველდღიური შეხება მიწის დამუშავების ურთულეს საქმიანობასთან, რაც, თავისთავად, ხაზს უსვამს საწარმოს პროფესიონალიზმსა და მკვეთრად ზრდის მისადმი ნდობის ფაქტორს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გარემოება ერთგვარ დახმარებას გაუწევს საქართველოს რეგიონულ განვითარებას.